LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოპესმა ახალი რომანტიკული კომედია „დაქორწინდი ჩემზე“ წარადგინა

540
page

ჯენიფერ ლოპესმა ლას-ვეგასში, ახალი რომანტიკული კომედია „დაქორწინდი ჩემზე“ წარადგინა. ფილმში ჯეი ლოსთან ერთად ოუენ უილსონი და მალუმა გამოჩნდებიან.

რაც შეეხება ფილმის სცენარს, სიუჟეტის მიხედვით, ჯენიფერ ლოპესის და მალუმას გმირები პოპულარული მუსიკალური წყვილია. მათი ახალი სიმღერა ქორწინებაზე ძალიან პოპულარული ხდება, ამიტომ წყვილი კონცერტის მსვლელობისას დაქორწინებას გადაწყვეტს, თუმცა, რამდენიმე წუთით ადრე პატარძალი შეიტყობს, რომ მას ღალატობენ. მომღერალი გადაწყვეტს პირველსავე შემხვედრზე იქორწინოს. ეს ბედნიერი კი მათემატიკის მასწავლებელი აღმოჩნდება.

ცნობისთვის, ფილმის რეჟისორი კეტ კოიროა, პრემიერა 2022 წელს, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე არის დაგეგმილი.

ჯეი ლოს უკანალისკენ მიპყრობილი დაჟინებული მზერა – გადაღებები წითელ ხალიჩაზე

„ველით ბენიფერის ქორწილს“ – 52 წლის ჯეი ლო ძვირფასი ქვებით მორთულ საქორწინო კაბაში შოკისმომგვრელად ლამაზია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g