როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი ახალ რომანტიკულ მელოდრამაში, „დაქორწინდი ჩემზე“ მონაწილეობს. ახლახანს ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა, სადაც 52 წლის ჯეი ლოს პომპეზური საქორწინო კაბა აცვია.
კაბის დიზაინი „ზუჰაირ მურადს“ ეკუთვნის. ის ღია კრემისფერია და ის ძვირფასი ქვებითაა გაფორმებული. ჯენიფერი შეუდარებლად გამოიყურება. ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ალბათ ასეთ კაბას ჩაიცვამს ბენთან ქორწილის დროს“, „ველით ბენიფერის ქორწილს“, „შეუდარებელი ქალია“, – წერენ ჯეი ლოს აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები.