მერაბ სეფაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩანს. ცნობილმა მომღერალმა მეორე დოზა ახლახან გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანთან მკურნალობდა.
მერაბ სეფაშვილმა არჩევანი „ფაიზერზე“ შეაჩერა.
