ბუბა კიკაბიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, უპრობლემოდ აიცრა.
ბუბა კიკაბიძე:
მე დიალიზზე ვიმყოფები. ექიმებს, ცოტა არ იყოს, ეშინოდათ, რამე გავლენა არ მოეხდინა ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ მე ვუთხარი, უზენაესის გარეშე, რომელიც იქ მაღლა ზის, ბეწვი არ ჩამოგვივარდება, ამიტომ გავიკეთებ-მეთქი. ორივე აცრა ჩატარებული მაქვს „ფაიზერით“, არანაირი გართულება არ მქონია.
83 წლის ბუბა ყველას ვთხოვ, აიცრას. დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და გარშემო მყოფები. ეს ჩვენი მოვალეობაა.