LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუბა კიკაბიძემ ემინს უარი უთხრა, „ყვავილების ქვეყანა“ რუსულ ენაზე ემღერათ…“

593
ბუბა და ნანი

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი სოსო აბზიანიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და იხსენებს, როგორ დაუკავშირდა მას ჯერ კიდევ ბუბას სიცოცხლის პერიოდში აზერბაიჯანელი მომღერალი, ემინ აგალაროვი, რომელსაც სურდა „ყვავილების ქვეყანა“ მასთან ერთად ჩაეწერა. პროდიუსერი იხსენებს, რომ ბუბა კიკაბიძემ ემინს „ყვავილების ქვეყნის“ რუსულად ჩაწერაზე უარი უთხრა. გადაწყდა, რომ სიმღერა ქართულად ჩაიწერებოდა, თუმცა ორი კვირით ადრე პროექტის განხორციელებამდე, კიკაბიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემდეგ ეს პროექტი ნანი ბრეგვაძესთან ერთად განხორციელდა.

ვიდეო: ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი

„ემინმა ტექსტი რუსულად თარგმნა, სასინჯი ვარიანტი ჩაწერა და გამოგვიგზავნა, ბუბამ მოისმინა თუ არა, განაცხადა, „ყვავილების ქვეყანა“ არ არის მხოლოდ სიმღერა, ის არის ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მხატვრული სურათი, ნებისმიერ სხვა ენაზე მისი თარგმანი უკარგავს მთავარ ძარღვს, შინაარსს, ამიტომ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა შესრულდესო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გასული წლის შემოდგომაზე ემინი ჩამოვიდოდა საქართველოში და ქართულ ენაზე ჩაწერილ სიმღერაზე გადავიღებდით კლიპს. სამწუხაროდ, აღნიშნულ თარიღს ორი კვირა აკლდა, ბუბა შეუძლოდ გახდა, მისია ავადმყოფობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა და გარდაიცვალა. მაწუხებდა დარდი იმაზე, რომ ეს პროექტი განუხორციელებელი დარჩა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მაინც გაგვეკეთებინა და ბუბას ხსოვნისთვის მიგვეძღვნა. ვის, თუ არა ბუბას განუყრელ მეგობარს, ჩვენს დედოფალს, ნანის უნდა ემღერა ემინთან ერთად…“

“ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ „ყვავილების ქვეყანას“ ვიმღერებდი” – ნანი ბრეგვაძე

ფოტო/ვიდეო: აზერბაიჯანელი მომღერალი ნანი ბრეგვაძესთან ერთად დუეტზე კლიპს თბილისში იღებს