აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე (ლეილა ალიევას ექსმეუღლე) ემინ აგალაროვი თბილისშია. ის სოციალურ ქსელში საქართველოში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.
ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, მან ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა, კლიპს კი ზაზა ორაშვილი იღებს „გარდენია შევარდნაძეში“.
დილიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც კლიპის გადაღებებია ასახული.
ემინი ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს ვიდეოს, სადაც, მისივე თქმით, ლეგენდარულ ნანისთან ერთად არის გადაღებული. ქართველი შემსრულებელი მას უხსნის, როგორ უნდა შეასრულოს „ყვავილების ქვეყანა“.
ემილ აგალაროვი ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია აზერბაიჯანსა და რუსეთში. ის სიმღერებს რუსულ და ინგლისურ ენებზე ასრულებს. აგალაროვი აზერბაიჯანში ძალიან გავლენიანი ოჯახის შვილია.