აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, როგორც ფაუჩი აღნიშნავს, აღნიშნულ ვარიანტს ყურადღებით აკვირდებიან.
„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობას ინარჩუნებს.
„დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, როდესაც გვაქვს ვარიანტები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებენ, ვაქცინები კვლავ საკმაოდ ეფექტურია“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ, „მიუს“ სახელწოდების ვარიანტს აკვირდება