LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ფაუჩი: ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ აცრებისა და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად, შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება

110
ენტონი ფაუჩი

„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება“, – ამის შესახებ აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ „Financial Times“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, აშშ-ის ყველა მოქალაქეს აცრის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად არ დასჭირდება და მესამე დოზა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ“, – აღნიშნა სამედიცინო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, მათ შორის, პირბადეების სავალდებულო გამოყენება უახლოეს თვეებში დასრულდება.

იტალიასა და ესპანეთში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის

შვედეთმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები