„ნასამ” საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო. საჰაერო ტაქსის მოდელი მათ კომპანია „ედვენსდ ეარ მობილითიმ“ მიაწოდა, ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსიში „ჯობი“, ორი პილოტი და ოთხი მგზავრი ეტევა. მფრინავი ტაქსის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-შია და ერთი დამუხტვით ის 240 კილომეტრს დაფრინავს. კომპანია სერვისს 2023-2024 წლებში აამოქმედებს.