ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარეში ჩარჩენილი სამარშრუტო მიკროავტობუსის ამოსაყვანი ღონისძიებები ტარდება.
როგორც მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, დავით ჟღენტმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
„2-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ბახვისწყალი აადიდა და მიკროავტობუსი ვერ გამოვიდა. მგზავრები გადმოყვანილია და უსაფრთხოდ არიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების გამოყვანის სამუშაოები,“ – განუცხადა „გურიანიუსს“ დავით ჟღენტმა.