LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომლის დროსაც კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ – გოგინავას განმარტება

251
გოგინავა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ „როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევაა, აქტუალურია ჰოსპიტლებში მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.“

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს ვინ შეიძლება შევაფასოთ მძიმე პაციენტად და ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

გოგინავა ასახელებს სიმპტომებს, რომლის დროსაც პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში.

„პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია.

სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.

ამასთან, თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება და ეს ცხელება ძლიერ სისუსტეს იწვევს. აქვს ძილიანობა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიმპტომები ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვი იყოს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ასევე, ის პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და კოვიდის მართვა ბინაზე შეუძლებელია. ძირითადად, ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოებში“, – განაცხადა გოგინავამ „იმედის ეთერში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g