LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენე და ანტონიო  – მსახიობებმა ,ვენეციის ფესტივალზე” ახალი ერთობლივი ფილმი წარადგინეს

403
penelopacruzz455

გუშინ საღამოს, ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე კინოპრემიერა შედგა. ყველაზე ხმაურიანი კი მარიანო კონის ახალი ფილმის , „ოფიციალური კონკურსის“ პრემიერა გამოდგა, რომელიც პენელოპა კრუსმა და ანტონიო ბანდერასმა წარადგინეს. მსახიობები წითელ ხალიჩაზე ერთად გამოვიდნენ და ფოტოგრაფებთანაც ერთად იპოზიორეს.

პენელოპა კრუსი შანელის შავ-თეთრი ბაბთებით გაწყობილ კაბაში ვენეციის კინოფესტივალზე

პენელოპა ბრწყინავდა „შანელის“ ულამაზეს თეთრ კაბაში. სხვათა შორის წელს პენე ფესტივალზე მხოლოდ „შანელის“ კაბებში ჩნდება. ანტონიოს ჩვენებაზე ახლდა ნიკოლ კემპელი, რომელიც წითელ ხალიჩას მოგვიანებით შეუერთდა. ანტონიომ თქვა, რომ ამ ფილმის გადაღებები, საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო, რამაც თითქმის დაანგრია მისი ურთიერთობა მეუღლესთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g