„ვენეციის კინოფესტივალზე“ ჩვენ არაერთი ვარსკვლავი და მათი გამორჩეული „ლუქი“ ვიხილეთ.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში 40 წლის ჯეიკ ჯილენჰოლის ფოტოები გავრცელდა. ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე საოცრად ელეგანტური იმიჯით გამოჩნდა. ჯეიკს „ვალენტინოს“, სპილოსძვლისფერი კოსტიუმი ეცვა და ფოტოობიექტივის წინაშე ჩვეულ ქარიზმას აფრქვევდა.
ფესტივალზე ის თავის დასთან, მეგი ჯილენჰოლთან ერთად გამოჩნდა, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. მეგიმ შავ-თეთრი, დახვეწილი კაბა მოირგო.