2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 45 922 მგზავრს და 188 რეისს მოემსახურა. ინფორმაციას თავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 52% – ით აღდგა მგზავრთნაკადი და 69% – ით რეისების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში, აბსოლუტურად განახლებული ქუთაისის აეროპორტი გაიხსნა. გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.