ინდოეთში, ცნობილი მარმარილოს მავზოლეუმი თაჯ-მაჰალი ქარიშხალმა დააზიანა. ამის შესახებ BBC წერს.
130 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალმა 4-მეტრიანი სვეტები დაამსხვრია.
დაზიანდა შენობის მთავარი კარიბჭეც.
ხელისუფლების განცხადებებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
თაჯ-მაჰალი – მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.