LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინი-ევროპას ქარიშხალმა 50 000 ევრომდე ზარალი მიაყენა: „ბიგ-ბენი და ეიფელის კოშკი არ დაზიანებულა“

134
274472204-703630800816439-1296037065913040981-n

ბრიუსელის პარკ „მინი-ევროპას“ ქარიშხალმა 50 000 ევრომდე ზარალი მიაყენა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. „მინი-ევროპას“ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი მასშტაბის დაზიანება დაფიქსირდა.

„გასულ პარასკევს, ბრიუსელის მერიის Grand-Place-ის წაქცეული კოშკი გაიტანეს, გუშინ კი ლეუვენის მერია დაინგრა ქარიშხლის გამო, რომელიც ქვეყანას ბოლო დღეებში დაატყდა თავს”, – აღნიშნა „მინი-ევროპას“ პარკის დირექტორმა ტიერი მეუსმა. მისივე ინფორმაციით, დიდი მოდელები, როგორებიცაა: ბიგ ბენი და ეიფელის კოშკი, არ დაზიანებულა. სიფრთხილის მიზნით, Mini-Europe-მა უკვე მოახდინა სათადარიგო ნაწილებისა და ფიგურების ევაკუაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული ფიგურები მარტის ბოლოსკენ შეკეთდება სრულად და პარკი „მინი-ევროპა“-ც სწორედ ამ დროისთვის გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები