LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძემ ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

113
გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ყოველწლიური ღონისძიების „Connecting Europe Days” ფარგლებში გაიმართა.

მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დაფინანსების და მდგრადობის გაძლიერება.

გენადი არველაძის თქმით, ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ურთიერთთავსებადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და  ევროპულ სატრანსპორტო სისტემაში ქვეყნის ინტეგრაციისთვის.

მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის აზიასთან დაკავშირებაში და ისაუბრა შავ ზღვაზე პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც ბაზრებზე წვდომის გაფართოების, ისე მარშრუტების დივერსიფიცირების უზრუნველყოფის მხრივ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რაც გამტარუნარიანობის გაზრდასთან ერთად ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები