LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

145
დიდი დიღმის რეკრეაციული ზონა

დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და ორი წელი დასჭირდა, რომ ის მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა.

„დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა პარკის გაშენებას, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ იყო ადგილის გამო, რადგან, ძირითადად ტერიტორიები გასხვისებული იყო.

ამჯერად, საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიას, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაბრუნებოდა.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინდა დავავალო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ ჩვენი დაპირებისამებრ, აქ მოეწყოს რეკრეაციული ზონა.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g