LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავონ „თალიბანის“ „მთავრობის“ აღიარებისგან

56
ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი

ავღანეთის „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ „თალიბანის“ „მთავრობას“ არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მოძრაობის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ მიერ დროებითი „მთავრობის“ დასახელება უკანონოა და ავღანელი ხალხის მიმართ მტრული ნაბიჯია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „თალიბების“ მმართველობა საფრთხე უქმნის როგორც ავღანეთის, ისე რეგიონის და მსოფლიოს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რო ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ სახალხო კენჭისყრით და არჩევნებითაა შესაძლებელი.

აშშ აცხადებს, რომ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავონ „თალიბანის“ „მთავრობის“ აღიარებისგან, მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისგან და მხარი დაუჭირონ „ავღანელ ხალხის ბრძოლას ოკუპაციასა და ტერორიზმთან“.

ჯანმო: ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g