LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ აცხადებს, რომ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია

78
afghanistan

შეერთებული შტატები „თალიბანის“ მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობით შეშფოთებულია. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, გამოცხადებული სახელების სია შედგება ექსკლუზიურად იმ პირებისგან, რომლებიც „თალიბანის“ წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან, მასში ქალები წარმოდგენილი არ არიან.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი პიროვნების კავშირებითა და ნამოქმედარით,“- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები „თალიბანს“ განსჯის თავისი ქმედებების და არა სიტყვების მიხედვით.

„ვიმეორებთ ჩვენს მკაფიო მოლოდინს: „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნებისთვის საფრთხის შესაქმნელად არ უნდა გამოიყენონ. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გუშინ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.

ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს „შავ სიაშია“ შეყვანილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი სირაჯუდინ ჰაკანი იქნება, რომელიც FBI-ის მიერაა ძებნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g