LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინძური მეთოდებით ცდილობენ დესტრუქცია შემოიტანონ, დიპლომატიურ კორპუსს სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით: კალაძე ოპოზიციაზე

47
კახა-კალაძე

“ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, ინფორმაცია მიგვეწოდებინა.” – ამის შესახებ თბილისის მერმა “ქართული ოცნების” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის შეფასების დროს განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდი სრულყოფილ ინფორმაციას ასევე მიაწვდის დიპლომატიურ კორპუსს, რათა ყველამ იცოდეს, ვისთან და რასთან აქვთ საქმე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გარკვეული არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა:

“გვახსოვს განვლილი არჩევნებიც. იგივე ხელწერაა და ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, რომ ყველამ იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გარკვეული არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

ბევრი გარემოებაა, რაც ეჭვებს ქმნის, თუნდაც ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან ე.წ. დამკვირვებლად. დამკვირვებლის გარდა, ყველაფერი შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ადამიანებს. ასე რომ, შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურდებიან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდებათ ეს ინფორმაცია.” – თქვა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, დღეს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.

მისივე თქმით, ოპონენტებს ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმი აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას აწარმოებენ.

მიქანაძემ აღნშნა, რომ საფუძვლიანი ვარაუდი აქვთ, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან”, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g