LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ნებიერიძე: „პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება სპონტანური ნაბიჯი არ არის, ქალები უნდა გამოვიდეთ სამზარეულოებიდან…“

130
nenanebieridzenews

ახლახან ყოფილი სპორტსმენი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ნანა ნებიერიძე გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას ის ჟურნალ „გზასთან“ ასე ხსნის:

„ეს სპონტანური ნაბიჯი არ არის, მე და ჩემი მეგობარი დიდი ხანია ვფიქრობდით. ქალები უნდა გამოვიდეთ სამზარეულოებიდან, რუტინული ყოფიდან და შევცვალოთ ის, რაც სიკეთის მომტანი არ არის. ვთვლი, რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობ. ირგვლივ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. 30 წელია, ერთ წრეზე ვართ. იმედია, ქვეყნის შენებაში პატარა აგურის თუ არა, პატარა კენჭის დადებას მაინც შევძლებ.

გიორგი გახარიას პარტიაზე არჩევანი რატომ შეაჩერეთ? მისდამი თქვენს პოლიტიკურ სიმპათიას რითი ახსნით?

ჩვენ უკვე ვნახეთ და ვიცხოვრეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. როცა გიორგი გახარია მთავრობას მეთაურობდა, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მქონდა განცდა, რომ ის ქვეყნის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მისმა ბევრმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა დამანახვა, რომ არის ნამდვილი ლიდერი, რაც მტავარია, ცვლილებების დრო დადგა.

პოლიტიკაში საკუთარ თავს სად, რა პოზიციაზე ხედავთ?

ამაზე პასუხი ნაადრევია.

ბატონი გიორგი პირადად გაიცანით? როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

გავიცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ის იმ თვისებების მატარებელია, რომელიც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g