თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მათ შორისაა: Thai Airways, რომელიც საქართველოს ბაზარზე გასულ წლებში დაფრინავდა ტაილანდის მიმართულებით, თუმცა, პანდემიის გამო ბაზრიდან გავიდა.
„ტავ ჯორჯიაში“ სურთ, რომ ეს ავიაკომპნია საქართველოში დეკემბრიდან დაბრუნდეს. კიდევ ერთი ასეთი ავიაკომპანიაა Saudia, რომელთანაც მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ისაუბრა.
„გალფის ქვეყნებიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავიაკომპანია გვყვავს. ამ ეტაპზე, ჩვენი საავიაციო ბაზრის თითქმის 40%-ს ამ ქვეყნების ავიაკომპანიები იკავებენ“, – აცხადებს თეა ზაქარაძე.
მისივე თქმით, „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანიებს შეღავათებს და ფასდაკლებებს სთავაზობს, რადგან პანდემიის გამო, საავიაციო სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა.