“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
ღიბრაძემ იმ გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მისივე განმარტებით, უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს;
“ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული სამიზნე ჯგუფები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ასე მიმდინარეობს. ვისაც აქამდე უტარდებოდა უფასოდ როგორც “პისიარ”, ისე ანტიგენ ტესტი, კვლავ გაგრძელდება მათთვის უფასო ტესტის ჩატარება.” – განაცხადა ღიბრაძემ.