LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

114
რუსუდან-გოცირიძე-ევანგელისტურ-ბაპტისტური-ეკლესიის-ეპისკოპოსი

“თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს”, – ამის შესახებ  ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში??? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის “ცოდვებია” რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა??”,-  წერს ის ფეისბუქგვერდზე.

 

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი.

magti 5g