LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაუმჯობესდა – ნათია თურნავა

75
ნათია-თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარია, ხოლო კაცების - 1 560 ლარი

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში  დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g