ანჯელინა ჯოლი ამჯერად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც სულ მალე ქალებზე ძალადობის შესახებ ახალი კანონპროექტი უნდა განიხილონ. 46 წლის მსახიობი კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებოდა, სადაც იმ პოლიციელებს შეხვდა, ვინც იანვარში განვითარებული მოვლენების დროს კაპიტოლიუმის შენობას იცავდა.
ანჯელინამ საქმიანი ვიზიტისას არჩევანი მკაცრ, აკადემიურ სტილზე გააკეთა. ენჯი ტრადიციისამებრ შავ პიჯაკსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ანსამბლს შავი ჩანთა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ასევე, შავი პირბადე ასრულებდა.