ამ დროისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 18 პაციენტი მკურნალობს.
ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია. გუშინ, ჰოსპიტალიდან 8 პაციენტი გაეწერა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.