„ჩემი ცოლის დაქალები“ – პოპულარული სერიალი ტელეეკრანებს უბრუნდება. მორიგი სეზონისთვის მთელი სამსახიობო შემადგენლობა უკვე შეიკრიბა. გუნდს შეუერთდა კოვიდისგან ახლად გამოჯანმრთელებული მსახიობი, ანა ტყებუჩავაც, რომელიც მკურნალობას სახლში, ორ ქალიშვილთად ერთად გადიოდა.
მსახიობებს შორის კვლავ არის ჯემალის როლის შემსრულებელი ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეო ანთაძე. ერთ-ერთი მაყურებელი მის შესახებ ხუმრობით წერს: „ნეტავ, ჯემალის დაბერებას მომასწროს ღმერთმა. ყველას გაგვისტუმრებს ეს კაცი!..“ ბატონი ლეო კვლავ შესაშურ ფორმაშია და მას მაყურებელი გამორჩეულად ელოდება.
„ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები უკვე დაწყებულია. პირველ სერიებს მაყურებელი „ფორმულას“ ეთერში მალე იხილავს.