LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: მეგის ქარდავას დღემდე ჰგონია, რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანი ღირსების შელახვა, კარგი და სწორი იყო

50
შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ბოროტება და თავად სიკეთე, ეს ფარისევლობაა. დეპუტატი ამ განცხადებით საქართველოში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ენმ-ს ამ ნარატივის შემოტანა სურს.

„ბოროტება ის „ქართული ოცნებაა“, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 25 ათასიდან 9 ათასამდე ჩამოიყვანა, და სიკეთე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მანამდე 10 ათასი მსჯავრდებული 25 ათასამდე მიიყვანა, რა თქმა უნდა, ეს არის ფარისევლობა,“ –  განაცხადა პაპუაშვილმა.

მეგის ქარდავა არც ერთ ბრალს არ აღიარებს, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ – ადვოკატი

დეპუტატის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა ბრალს არ აღიარებს, რადგან პაპუაშვილის თქმით, მას დღემდე ჰგონია (როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს), რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანი ღირსების შელახვა, კარგი და სწორი სისტემა იყო.

„​ჩახედეთ სოციალურ ქსელს, როგორი ნარატივის შემოტანა სურთ: კი მაგრამ, იყო თუ არა ის დამნაშავე?; იქნებ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ცოტა ზედმეტი ძალა გამოიყენა; იქნებ ის ადამიანი, ვინც აწამა მოღალატე და საწამებელი იყო? აი ასეთ თემებზე მსჯელობენ.

რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა დანაშაულს არ აღიარებს, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან დღემდე ჰგონია (როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს), რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანი ღირსების შელახვა, იყო კარგი და სწორი სისტემა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი, მისი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g