LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე”

820

კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელსი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის ამბობს, იმ წამლებში, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადაეხადა, თურქეთში 63 ლარი გადაიხადა.

ფარტენაძე ფასის გარდა ყურადღებას ამახვილებს ხარისხზეც და ამბობს, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ქურდავს.

“წამლები, რომელშიც ჩემს ქვეყანაში 187 ლარი უნდა გადამეხადა ისიც საეჭვო ფასდაკლებით, თურქეთში ვიყიდე 63 ლარად ყველა ერთად!

ამასთანავე ზუსტად ვიცი, რომ ცარცი და სხვა ნივთიერება არ შემრჩება ხელში, აქედან ერთერთი 7 ლარი ღირდა, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში 58 ლარი ღირს, მესმის გააორმაგო, მაგრამ გააათმაგო? ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ, რაღაც ყველას ერთად შეგვეყარა ქოლერასავით, ასე მშვიდად რომ ვეგუებით იმას, რომ საკუთარი სახელმწიფო ქურდავს თავის მოქალაქეებს.

ვიჯდეთ და ვიქროლოთ მარაო დაცხება აწი! ვაი ჩვენს დღეს!”, – წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g