LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი დაიღუპა

97

ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად “რადიო თავისუფლების”  ავღანური ბიუროს სამი ჟურნალისტი დაიღუპა. ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან, 30 აპრილს მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი  ავღანური სამსახურის ჟურნალისტი  საბავუნ კაკარი, ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა “რადიო თავისუფლების” კიდევ  ორი ჟურნალისტი, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი. დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. აფეთქების შედეგად დაიღუპა მინუმუმ 29 ადამიანი და 45 დაიჭრა. ქაბულის ცენტრში ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით აიფეთქა თავი , ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა  დაჯგუფება„ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g