LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ქვიშის მარცვლის ზომის მფრინავი მიკროჩიპი შექმნეს

243
flychp

ჩიკაგოელმა მეცნიერებმა შექმნეს მფრინავი მიკროჩიპი, რომელიც დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომისაა და ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მცირე ზომის მფრინავი ობიექტია. გამომგონებლების ინსპირაციის წყარო ნეკერჩხლის ყვავილის თესლი გახდა, რომელიც ჰაერში იფანტება და ქარის საშუალებით დიდ მანძილზე ვრცელდება. უკვე ცნობილია, რომ ახალ გამოგონებას ჰაერის დაბინძურების დონის განსასაზღვრად გამოიყენებენ, გარდა ამისა მიკროჩიპები ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევენ მეცნიერებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შესახებ მონაცემების შეგროვებაშიც.

„მიკრომფრენები“ სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემენ მეცნიერებს, მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება ვირუსებსა და ინფექციებზე დაკვირვება, მათ გავრცელებაზე მონაცემების შეგროვება, ასევე ჰაერის და გარემოს დაბინძურების კონტროლი, რადიაციის და წყლის ტემპერატურის გაზომვა და ა.შ.

ცნობილია, რომ პაწაწინა მოწყობილობები გადასაადგილებლად ქარის ძალას გამოიყენებენ, თუმცა საკუთარი ენერგიის წყაროც ექნებათ. ისინი აღჭურვილი იქნებიან სპეციალური სენსორებით, რაც მიკროჩიპებს მონაცემების შეგროვებაში დაეხმარება. გარდა ამისა, „მიკრომფრენებს“ აქვთ ანტენები უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად და მეხსიერების ბარათი, რომელზეც მთელი მოგზაურობის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია შეინახება.

იმისათვის, რათა მიკრომფრენებმა წყალი არ დააბინძურონ, მათ ბიოდეგრადირებადი მასალისაგან დაამზადებენ, თუმცა გუნდი, რომელსაც ინოვაცია ეკუთვნის აღიარებს, რომ გარკვეული საკითხები ჯერ გადაჭრილი არ არის, მაგალითად ის, თუ როგორ უნდა იპოვონ ხმელეთზე გაფანტული მოწყობილობები. სავარაუდოდ, ისინიც ბიოდეგრადირებადი მასალისაგან დამზადდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g