LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ პროცედურის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, დამოუკიდებელი გავხდი, მე ტვინით მუშაობა შემიძლია და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა… მე მჯეროდა ღმერთის, მწამდა რომ მას საუკეთესო რამ ჰქონდა მომზადებული ჩემთვის” – მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს

427
ნოლანდ არბო

მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს ნოლანდ არბოა.

არბო ამბობს, რომ აღნიშნული ტრავმა, დაივინგის დროს მიიღო. აღნიშნულის შესახებ Neuralink-ის პირველი პაციენტი ექსკლუზიურად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჟურნალისტის, ნინი ტაველიძის რუბრიკაში საუბრობს.

ის იხსენებს თუ როგორ გაიგო Neuralink-ის წამოწყების შესახებ, რა გზა გაიარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რას გრძნობს ახლა როცა კოპანიამ მიკროჩიპი ჩანუერგა:

„Neuralink-ის ამ წამოწყების შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემმა კოლეჯის მეგობარმა ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ილონ მასკის კომპანია ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებდა და რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში დამხმარებოდა. წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა ტვინში ჩიპის ჩანერგვა და რას გამოიწვევდა ის, თუმცა  ინფორმაციის მოძიების შემდეგ მივხვდი, რომ ცდად ღირდა და მეც გავრისკე, აპლიკაცია შევავსე და გავაგზავნე.

მალევე დამიკავშირდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ ანალიზსა და ტესტირებას მიტარებდნენ. დღის უდიდეს ნაწილს, საავადმყოფოში ვატარებდი.

ერთხელაც ექიმებმა მითხრეს რომ ჩემი ორგანიზმი მზად იყო ექსპერიმენტისთვის.

უკვირთ ხოლმე როცა ვამბობ, რომ საერთოდ არ შემშინებია… მერ მჯეროდა იმ ადამიანების ვინც ამ საკითხში იყო ჩართული და მჯეროდა ღმერთის, მწამდა რომ მას საუკეთესო რამ ჰქონდა მომზადებული ჩემთვის.

ჩემს ოჯახს და მეგობრებს ეშინოდათ, მაგრამ ისინი გვერდში დამიდგნენ ასე გავხდი მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში მიკროჩიპი ჩაუდგეს“

ნოლანდ არბომ ინტერვიუში ასევე ისაუბრა თუ როგორ ხდება მიკროჩიპის განთავსება ტვინის კონკრეტულ უბანში:

„ოპერაცია Neuralink-ის მიერ შექმნილმა რობოტმა ჩამიტარა. მან ჩიპი ტვინის იმ უბანში განათავსა, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. მიკროჩიპი მონეტის ზომისაა, ოპერაცია კი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როცა გავიღვიძე არანაირი დისკომფორტი არ მქონია… ამ პროცედურის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, დამოუკიდებელი გავხდი, მე ტვინით მუშაობა შემიძლია და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა”- ამბობს არბო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები