LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც მოხუც თაგვებში მეხსიერება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: იმუშავებს თუ არა რევოლუციური მიგნება ადამიანებში? – ინოვაცია Journal of Extracellular Vesicles-ში გამოქვეყნდა

120
მეცნიერება

ტეხასის A&M უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელიც თაგვებში ამცირებს თავის ტვინის ანთებას და აღადგენს დაკარგული მეხსიერების ფუნქციას.

კვლევა საცდელ თაგვებს ჩაუტარდათ, ინოვაციური მიგნება კი Journal of Extracellular Vesicles-ში გამოქვეყნდა, ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

იწყება თუ არა ამ აღმოჩენით ალცჰაიმერისა და დემენციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ერა და რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერების თქმით, სპრეი ამცირებს ტვინის ქრონიკულ ანთებას, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დაქვეითებისა. 

მათი თქმით, მკურნალობის შემდეგ თაგვებმა უკეთ შეასრულეს მეხსიერების ტესტები (ობიექტების ამოცნობა, სივრცითი მეხსიერება).

სპრეი შეიცავს სპეციალურ მიკროსკოპულ ნაწილაკებს (EVs), რომლებიც მიღებულია სტემ-უჯრედებიდან. აღნიშნული ნაწილაკები ტვინში ცხვირის გავლით აღწევს.
ამცირებს ანთებით სიგნალებს და აღადგენს ნეირონების ნორმალურ მუშაობას. 

რაც შეეხება კვლევის შედეგებს – მხოლოდ ორი დოზა საკმარისი აღმოჩნდა. ანთება მნიშვნელოვნად შემცირდა, მეხსიერება გაუმჯობესდა, ეფექტი კი რამდენიმე თვე გაგრძელდა. 


აღნიშნული კვლევა ჯერ მხოლოდ თაგვებზეა ჩატარებული, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მომავალში შეიძლება ადამიანებშიც იმუშაოს.
აღმოჩენა პირველად აჩვენებს, რომ ტვინის დაბერების გარკვეული პროცესები შესაძლოა შექცევადი იყოს და ამას აკეთებს მარტივი, არაინვაზიური (ცხვირის სპრეის) მეთოდით.

A&M უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს სჯერა, რომ შემდეგ კვლევებთან და განვითარებასთან ერთად, ასეთივე შედეგებს ვნახავთ ადამიანებშიც.

მკვლევრების თქმით, ცხოველებზე ჩატარებული სხვა კვლევები მიუთითებს, რომ უჯრედგარე ვეზიკულებით სხვა თერაპიებიც სასარგებლოა ინსულტის ან ტვინის დაზიანების შემდეგ აღდგენისთვის.

„ამ თერაპიის შემუშავებისა და მასშტაბირების პროცესში, მარტივმა, ორდოზიანმა ცხვირის სპრეიმ შესაძლოა ერთ დღეს ჩაანაცვლოს ინვაზიური, სარისკო პროცედურები ან შესაძლოა, თვეების განმავლობაში მედიკამენტების მიღებაც კი. ის უნივერსალურია. მკურნალობის შედეგები ორივე სქესისთვის თანმიმდევრული და მსგავსი იყო“, — ამბობს ნეირომეცნიერი აშოკ შეტი.

magti 5g