LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით შექმნილი ტექნოლოგია დიაბეტის სამკურნალოდ – რა აჩვენა კვლევის შედეგებმა და ვინ არის ეკატერინე ბერიშვილი

4320
ეკატერინე ბერიშვილი

„ჯანმრთელობის დღიურების“ ინფორმაციით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების საინფორმაციო პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია პროექტ VANGUARD-ის შესახებ.

ამავე ინფორმაციით, პროექტს, რომელშიც ევროპის 6 წამყვანი ინსტიტუტი მონაწილეობს, ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე ბერიშვილი ხელმძღვანელობს.

რა აჩვენა კვლევის შედეგებმა?

მეცნიერებმა შექმნეს ბიოხელოვნური პანკრეასი — იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც პანკრეასის ფუნქციას ითავსებს და ორგანიზმს გლუკოზის დამოუკიდებლად რეგულირების უნარს უბრუნებს.

ძირითადი ფაქტები ტექნოლოგიის შესახებ:

ინოვაციური ბიომასალა: გამოყენებულია Amniogel-ი (ამნიონური გარსისგან მიღებული ჰიდროგელი), რომელიც გადანერგილ უჯრედებს იმუნური სისტემისგან იცავს და ხელს უწყობს მათ გარშემო სისხლძარღვების წარმოქმნას.

დონორთა სიმცირის პრობლემის გადაჭრა: მოწყობილობის შექმნა შესაძლებელია როგორც ადამიანის, ისე ღორის დონორი უჯრედების გამოყენებით (ქსენოტრანსპლანტაცია), რაც უჯრედული თერაპიის მასშტაბირების შესაძლებლობას იძლევა.

იმუნოსუპრესიის გარეშე: ტექნოლოგიის მიზანია პაციენტის განკურნება მუდმივი იმუნოსუპრესიული თერაპიის (იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების) საჭიროების გარეშე.

პროექტის შედეგებმა წარმატებით გაიარა პრეკლინიკური ვალიდაცია. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს პირველი კლინიკური კვლევების მოსამზადებლად.

როგორც პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი აღნიშნავს, ტიპი 1 დიაბეტის განკურნების გზა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დონორთა სიმცირესა თუ მთელი სიცოცხლის მანძილზე მედიკამენტების მიღებაზე, დღეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე“, – წერს „ჯანმრთელობის დღიურები“ .

იხილეთ სტატია სრულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g