LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA-მ “ფაიზერის” ვაქცინის შენახვის ვადა 3 თვით გაახანგრძლივა

251
1

ამერიკის შეერთებული შტატების საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) “ფაიზერის” ვაქცინისთვის საგანგებო სიტუაციებში გამოყენების სანებართვო პირობები განაახლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პირობების თანახმად, აღნიშნული ვაქცინის შენახვის ვადა -90-დან  -60-მდე ტემპერატურის პირობებში, 6 თვიდან 9 თვემდე გახანგრძლივდა.

“გადაწყვეტილება 22 აგვისტოს იქნა მიღებული.

ვადის გახანგრძლივება ასევე ვრცელდება ვაქცინების იმ პარტიებზე, რომელთა მოქმედების ვადა დასრულდა ცვლილებების შეტანამდე პერიოდში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი თანაბარი ტემპერატურის პირობებში ინახებოდა,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

FDA-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს წამლების, ასევე ვაქცინების და სხვა ბიოლოგიური პროდუქტების ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ადამიანისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g