საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა რობერტ კობლიაშვილმა , რომელიც 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს, რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში რუსი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. რობერტ კობლიაშვილი შეჯიბრზე ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამჯერად უკვე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
კობლიაშვილის ოქროს მედლის გარდა, ბრინჯაოს თითო-თითო მედლები მოიპოვეს იაკობ ქაჯაიამ და ნუგზარ წურუწმიამ.