LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავინახეთ ის პრობლემები, რომლის წარმოქმნაც დეზინფორმაციას შეუძლია ევროინტეგრაციისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე – პიტერ ვიბლერი

87
პიტერ-ვიბლერი

დავინახეთ, ის საკითხები და პრობლემები, რომლის წარმოქმნაც დეზინფორმაციას შეუძლია კოვიდ 19-თან, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე ევროინტეგრაციისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების კუთხით, – ამის შესახებ USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა განაცხადა, რითაც ის 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მინით „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.

პიტერ ვიბლერის განმარტებით, იმ საკითხების ჩამონათვალი, რასაც დეზინფორმაცია შეუძლია შეეხოს, წარმოქმნას კითხვები და ეჭვები, ძალიან გრძელია. მისივე თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, თუმცა მიზნის მისაღწევად საჭიროა ასევე მთავრობის, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა.

ვიბლერი იმედს გამოთქვამს, რომ კოალიცია ერთად გამონახავს დეზინფორმაციასთან დაპირისპირების გზებს.

“თუცა ბრძოლის მოგებას მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ვერ შეძლებს. ასე რომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ასევე მთავრობამ, საზოგადოებამ, მედიამ და ვიცი, რომ ამ კოალიციის წევრები ყველა ამ სექტორთან მუშაობას აპირებენ,“- აღნიშნა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g