LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანი დადასტურდა?! – ანჯელინა ჯოლი The Weeknd-თან ერთად საჯაროდ გამოჩნდა

16991
jolnewsss

ანჯელინა ჯოლის და The Weeknd-ის რომანი პრაქტიკულად დადასტურდა. 46 წლის ჯოლი და 31 წლის მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელია აბელა ტესფაიე, პაპარაცებმა პაემანზე გადაიღეს. ანჯელინამ და The Weeknd-მა სანტა-მონიკაში მდებარე იტალიურ რესტორანში ორ საათზე მეტხანს დაჰყვეს.

The Weeknd World-ის „ტვიტერის“ გვერდი ანჯელინა ჯოლის ფოტოს ავრცელებს – ჯოლი არტისტის დახურულ კონცერტს დაესწრო

რესტორანთან მსახიობი და მუსიკოსი ცალ-ცალკე მივიდნენ, ხოლო ტერიტორია ერთად დატოვეს. იმის მიუხედავად, რომ გარეთ მათ პაპარაცების არმია ელოდა. ინსაიდერები იმასაც წერენ, რომ მუსიკოსსა და მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მედია მაინც რომანზე აპელირებს.

ანჯელინა ჯოლიმ და The Weeknd-მა ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში ერთად ივახშმეს – „დეილი მეილი“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g