LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: 2 ოქტომბერს, ბიულეტენით ხელში უნდა გავუფორმოთ განაჩენი – ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს

44
ნიკა მელია

2 ოქტომბერს პასუხი გაეცემა მათ უტიფრობას! – საარაკო სკანდალი გასკდა და გამოდის ივანიშვილის ხელქვეითი, სუს-ის უფროსი და საუბრობს: „მე რა შუაში ვარო“ ხალხო“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერონის კანდიდატმა, ნიკა მელიამ  განაცხადა.

მან დღეს გლდანის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წარადგინა.

როგორც მელიამ თქვა, ბიძინა ივანიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს 2 ოქტომბერს, უნდა „გავუფორმოთ განაჩენი“.

„2 ოქტომბერს პასუხი გაეცემა მათ უტიფრობას, უტიფარ ივანიშვილს! უტიფარ ლილუაშვილს. საარაკო სკანდალი გასკდა, დიპლომატსაც, ბავშვსაც, სასულიერო პირსაც, ყველას უსმენენ და გამოდის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი, სუს-ის უფროსი და საუბრობს: „მე რა შუაში ვარო“ ხალხო. ამ ადამიანებს ბიულეტენით ხელში, 2 ოქტომბერს, უნდა გავუფორმოთ განაჩენი!“, – აღნიშნავს მელია.

“მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე” – სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე

მელიას თქმით, ეს არ არის ხალხის ხელისუფლება! როგორც ენმ-ს ლიდერმა აღნიშნა, „ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი არა იმიტომ, რომ ერთი მეორეთი ჩანაცვლდეს, არა!”

”ჩვენ გვინდა დამარცხდეს რეჟიმი, რომ ეს ასობით ბავშვი, ვინც ამ სკვერში ესწრება, ბედნიერი იზრდებოდეს. ჩვენ, მშობლებს გვაქვს ამის უფლება.

მეტიც, ვალდებულება გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე! რა გვიშლის ხელს?! არაფერი!

ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდორს, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის, როგორც არასდროს.

მაშ, რატომ ვერ უნდა გავიმარჯვოთ, ამ ქვეყნის მომავლის სახელით!“,- განაცხადა ნილა მელიამ და დასძინა, რომ „ყველა მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს“.
მან ელენე ხოშტარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მართალი ადამიანი და, „პატიოსნების განსახიერებაა“.

magti 5g