4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საბავშვო ბაღებში.
4 ოქტომბრიდანვე ასევე მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამის შესახებ დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საკოორინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – რა შეზღუდვები იხსნება 4 ოქტომბრიდან
პარალელურად, საქართველოში აცრის ტემპი შენელებულია. აგვისტოსგან განსხვავებით, როდესაც დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს რიცხვი თითქმის განახევრებულია, ყოველდღიურ აცრილთა შორის უმეტესობა კი მეორე დოზაზე მიდის.
რატომ იკლო ვაქცინაციის ტემპმა და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შეზღუდვების შემსუბუქებამ, აღნიშნულ თემებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ასევე ბათუმში „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვახტანგ კალოიანმა ისაუბრა.
„სამწუხაროდ ამის გარანტია არ გვაქვს, რომ ისევ არ გადავლენ მოსწავლეები თუ სტუდენტები ონლაინ სწავლებაზე.
თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გვეყოლება ვაქცინირებული, გაჭირდება ვირუსების სიმპტომებით გარჩევა რაც ჰოსპიტლების გადატვირთვას გამოიწვევს" - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ
6 617 აცრა 24 საათში: იმუნოლოგები აქტივობის ტემპს საგანგაშოდ აფასებენ
ძალიან დიდი რისკია, რომ სწავლის განახლებამ გამოიწვიოს გარკვეული ზრდა ინფექციის, თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწავლის არგანახლება ამ ეტაპზე იქნებოდა შეცდომა, ამიტომ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით სწავლა უნდა განახლდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია მანდ უსაფრთხოების ღონისძიებების მართვა, რათა თვითონ საკლასო ოთახებში იყოს დისტანცია დაცული. კარგია ის, რომ პედაგოგების ძალიან დიდი ნაწილი აცრილია, რაც სერიოზული უსაფრთხოების ბალიშია ასე დავარქვათ.
თამარ გაბუნია: ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია
საკმაოდ რთული გასაკონტროლებელი იქნება, რომ ბავშვებმა სკოლაში პირბადე ატარონ, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, მაგის გარეშე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოგვიწევს სწავლის შეწყვეტა, თუ სკოლებმა ვერ მოახერხეს ამის რეგულირება.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ვახტანგ კალოიანი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ არაერთი შეცდომა დაუშვა.
„არამარტო სოფლებში, ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი თბილისისა და ბათუმის გარდა ყველგან, არ შემეშინდება იმის თქმა, რომ ეს არის უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის ბრალი, პირველ რიგში მთავრობის, საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროსი.
პირველი შეცდომა და დანაშაული იყო ჯერ კიდევ ადრე დაშვებული, როცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვაქცინების მობილიზება და ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ ის არ დაიწყებდა საინფორმაციო კამპანიას, სანამ არ იქნებოდა ვაქცინები და ჩვენ ამაში 6 თვე დავკარგეთ.
და მეორე-თვითონ საინფორმაციო კამპანიის სტილი იყო ძირითადად სატელევიზიო მოწოდებები, კლიპები, იყო ბანერები, რომლებსაც გარკვეული ეფექტი აქვს, თუმცა ყველაზე დიდი ეფექტი აქვს თანმიმდევრულ, ხანგრძლივ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა აღიარა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაავადებათა კონტროლიც ცენტრის დირექტორმა, რომ ისინი უნდა გავიდნენ ხალხში.
ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ გაეკეთებინათ მობილური ჯგუფები, რასაც მხოლოდ ახლა იწყებენ.
ასევე მიეცათ ფინანსური შეღავათები იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან, მაგალითად პედაგოგებისთვის საშემოსავლო გადასახადი 3 თვით უნდა გაუქმებულიყო, იგივე ეხებათ ტრანსპორტში მომუშავეებს, ექიმებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, ვისაც მოსახლეობის ფართო ფენასთან აქვს ურთიერთობა და ასევე თავიდანვე უნდა ყოფილიყო ჩართული სავალდებულო ვაქცინაცია ან სავალდებულო ტესტირება, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული მოსაზრების გამო არ უნდათ ვაქცინის გაკეთება, უნდა გაეკეთებინათ ტესტირება, რათა უსაფრთხო ყოფილიყო მათ ირგვლივ გარემო.
ეს არის ის სამი ნაბიჯი, საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, რაც სამწუხაროდ, მთავრობამ ძალიან დააგვიანა.
მნიშვნელოვანია მობილური ჯგუფები, მნიშვნელოვანია, ხაზს ვუსვამ, ადგილებზე საინფორმაციო კამპანია, სადაც ექიმების ჯგუფები ჩადიან იქ აცრა 90%-ს სცდება, შესაბამისად ეს არის ახლა მასიურად გასაკეთებელი, ჯობდა, რა თქმა უნდა, ადრე, მაგრამ იქნებ ახლა მაინც დაიწყონ ამის გაკეთება.“-აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა „ფორტუნას“ ეთერში.