LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნიას თქმით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა – რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს

83
gabunia

სოფლად ვაქცინაციის პროცესი ძალიან დაბალია. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

გაბუნიას მაგალითად კახეთი მოჰყავს.

„კახეთის მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ პარასკევს გახლდით კახეთში და ოჯახის ექიმებთან მქონდა საუბარი. დაახლოებით 20 დღეში ცხრა ადამიანი აიცრა, რაც არაფერი არ არის. ეს პროცესი არის ძალიან გასააქტიურებელი“. – განაცხადა გაბუნიამ.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, კახეთის კონკრეტულად რომელ სოფელში დაფიქსირდა ვაქცინაციის ასეთი დაბალი პროცესი.

„სამწუხაროდ ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი  სოფლის ოჯახის ექიმი იყო, ვინც მომაწოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა ბევრ სოფელშია. ეს არაა უნიკალური და ერთადერთი შემთხვევა.  

ოჯახის ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაც აქვთ და მოწოდებებიც იყო, მაგრამ სოფელში მაინც ძალიან ცოტა იცრებოდა“. – აღნიშნა ჯანდაცვის მოადგილემ სააგენტოსთან საუბარში.

კითხვაზე, როგორ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის პროცესის ამაღლებას, გაბუნია, პასუხობს:

„რიგ შემთხვევაში შესაძლოა სოფლის მოსახლეობას მეტი ნდობა ჰქონდეს მუნიციპალური და თბილისიდან ჩასული ექიმის ბრიგადების მიმართ. შესაძლებელია გავაკეთოთ უფრო მეტი გასვლითი ვაქცინაციის კამპანია სოფლად. სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, იმ სოფლებში ვფიქრობთ, რომ აქტიური გასვლითი აქციები დაიგეგმოს.

სადაც ჩევნი ბრიგადები ჩავიდნენ სოფლებში, ბევრად მეტი ადამიანი აიცრა და რიგებიც კი დადგა ზოგ შემთხვევაში, ამიტომ ამ მიმართულებით  ვაპირებთ გააქტიურებას“. – აცხადებს გაბუნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g