LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა

174

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი, კერძოდ ხორცის და საკვების სუბპროდუქტებში შემავალი მიმართულება – სასაქონლო კოდით “02071410”   დაემატა, რომელიც 3 მაისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„სააგენტო „აწარმოე საქართველში“, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა, პერმანენტულად ახორციელებს პროგრამის ეფექტიანობის მონიტორინგს, რის ფარგლებშიც  გამოვლინდა, რომ წარმოებულ პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი და მოთხოვნა ყოველთვიურად შეადგენს 1200-1500 ტონას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნული პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარებას და მოხდება არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და ბაზრის მომარაგება ადგილობრივი წარმოების, მაღალი ხარისხის პროდუქციით, არამედ აღნიშნული ინიციატივა დამატებით ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეფრინველეობის მიმართულებით არსებულ ბიზნესებს ინდუსტრიაში უნარჩენო წარმოების პრაქტიკების დანერგვას”,- აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

მათივე ცნობით, წარმოდგენილი ცვლილებები არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას, ან სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსური ან სხვაგვარი ვალდებულებების აღებას, ვინაიდან პროგრამის ხარჯები გათვალისწინებულია შესაბამისი წლის ბიუჯეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g