LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ ოფიციალური სიგნალები არ მიუღია

39
ukrein

უკრაინას ევროკომისიისგან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ ოფიციალური სიგნალები არ მიუღია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მიზეზები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 4 აგვისტოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შესახებ მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინამ დადებითი შეფასება მიიღო.

შეგახსენებთ,  „ევროობზერვერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს.

დღესვე, გერმანიის პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

უბრალოდ ყალბი ამბებია, თითქოს გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს – გერმანიის პრეზიდენტი

ევროკავშირი საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობს – EUobserver

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები