LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის მასშტაბით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შევიწროებას ცდილობენ და ემუქრებიან: ირაკლი ჩიქოვანი

82
ირაკლი ჩიქოვანი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის მასშტაბით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შევიწროებას ცდილობენ და ემუქრებიან.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეშვება იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ აპრობირებული და მიმართავენ ყველა საშუალებას, რომ არჩევნები რაიმე ფორმით იყოს კომპრომიტირებული.

ირაკლი ჩიქოვანი საზოგადოებას მოუწოდებს, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას.

„გვაქვს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვიცით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ შეავიწროონ და დაემუქრონ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეშვება იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ აპრობირებული და მიმართავენ ყველა საშუალებას, რომ არჩევნები რაიმე ფორმით იყოს კომპრომიტირებული. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც აქტივისტებს, ასევე ყველა ადამიანს, რომელიც საარჩევნო პროცესში არის ჩართული, რომ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის” მუქარას, ისინი ვერასდროს ვერ ახდენენ ვერანაირ მუქარას ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს სიცრუე როდესაც ცდილობენ მოქალაქეებს შესთავაზონ ალტერნატიული რეალობა, როგორც საპნის ბუშტი მალევე გაქრება.

იყო შემთხვევები როდესაც აქტივისტები მივიდნენ რუხის რამდენიმე უბანში და განუცხადეს აქ არაფერი არ უნდა გააკეთოთო. ცდილობენ მძიმე ვითარების დახატვას, მაგრამ რეალურად შედეგის მომტანი არ იქნება”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოპულარულები