ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცხო მამაკაცი მათ ჟურნალისტს ელექტროშოკის გამოყენებით დაემუქრა.
ტელეკომპანიის ცნობით, პირი, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახელი და გვარი დავით ქირიაა, ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი სპორტსმენია. მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
„მიგადებ იცოდე, არ გადამიღოთ. მიგადებ იცოდე, მიგადებ-მეთქი, არ გადამიღო. ჩემი დედა მოვ**ან, თუ არ მიგადოთ. გემუქრები კი არა, მიგადებ-მეთქი და იმ კამერას **აკში გაგიკეთებ“, – ემუქრება კაცი „ფორმულას“ ჟურნალისტს.
ასევე , აღნიშნული მამაკაცი ამბობს, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს ზუგდიდში არ აცხოვრებს.
“თეთრი რომ აცვია იმ გოგოს ზუგდიდში არ ვაცხოვრებ. ფეხბურთელი ვარ. აქეთ შეურაცხოფას მაყენებს,რა სიები მქონდა, სპორტსმენი ვარ-მეთქი, ყოფილი”,- ამბობს ის.
“ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია”. – თქვა ჩადუნელმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.