მადლობა თითოეულ თქვენგანს, ათიათასობით ადამიანი იყო ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა და თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა დღევანდელი გამარჯვება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ასეულობით კანდიდატი გვყავდა არჩევნებში, ვინც გაიმარჯვა, ვინც გახდა საკრებულოს წევრი, ვინც გახდა დღეს მერი და თითოეულ მათგანს, თქვენ, ყველას მოგილოცავთ ამ გამარჯვებას.
10 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, მაშინ პირველი გამარჯვების არავის არ სჯეროდა, იმის მერე ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
იხილეთ ვრცლად:
ნიკა მელია – 40,8 % კახა კალაძე – 40,2 % გიორგი გახარია – 8,7 % – „იპსოსის“ ეგზიტპოლის შედეგები
იმედის დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
