ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი, – განაცხადა “IPSOS”-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ნიკა მელიამ.
მისი თქმით, საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპექტებული.
“ვიხილეთ შედეგები და აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, – თქვა ნიკა მელიამ.
მისივე სიტყვებით, “ახლა მთავარია ერთადერთი რამ თითოეული ხმა დავიცვათ”.
ნიკა მელია – 40,8 % კახა კალაძე – 40,2 % გიორგი გახარია – 8,7 % – „იპსოსის“ ეგზიტპოლის შედეგები