LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთობის 5 მთავარი რჩევა მამაკაცებისთვის

53
advice-for-a-guy-1024x576

მანდილოსნების ირაციონალურობაზე, ემოციურობასა და სირთულეზე ზედმეტად ბევრი ხუმრობა დაგროვდა. თუმცა, ამ ხუმრობებში ხშირად გამორჩენილია ის ფაქტი, რომ ქალბატონთა უჩვეულო ქცევა დიდწილად სწორედ მათი მეორე ნახევრის დამსახურებაა.
სინამდვილეში ურთიერთობები არც თუ ისე რთულია, თუკი მამაკაცი რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაითვალისწინებს.

1. მოთმინება. განსაკუთრებით შოპინგის დროს
მოთმინება ეს – წარმატების მთავარი გასაღებია, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში. ამ ტესტის ჩაბარება მამაკაცებს უწევთ მაშინ, როცა მეორე ნახევარს საშოპინგოდ მიყვებიან თუ რესტორანში მიდიან და ფოტოებისა თუ “სთორების” გადაღება „უწევთ“. ანდაც მაშინ, როდესაც დაძაბულობის დროს პირველ ნაბიჯს დგამენ. მამაკაცმა უნდა გაიაზროს, რომ ქალები ბევრ სიტუაციას მათგან განსხვავებულად აღიქვამენ და ამ ფაქტს უბრალოდ უნდა შეეგუონ.

2. დაინტერესდი წვრილმანებით
ქალებს ძალიან უყვართ, როცა მათ საყვარელ მამაკაცს მცირე დეტალებიც კი ახსოვს. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მამაკაცი ძალიან ყურადღებიანია და ქალი მისთვის სულ ერთი არ არის.
ნამდვილ ბედნიერებას სწორედ ყველაზე პატარა წვრილმანები ქმნიან.

3. პატივი ეცი მას და მის გადაწყვეტილებებს
კაცს უნდა ახსოვდეს, რომ მეორე ნახევრის პატივისცემა მისი გადაწყვეტილებების თუ ცხოვრებისეული პოზიციების მიღებაა. მამაკაცის სწორი როლი – მეორე ნახევრის განვითარების ხელშეწყობა და ყველა წამოწყების მხარდაჭერაა.

4. გახადე ის შენი სამეგობროს ნაწილი
მეორე ნახევარი სამეგობროს შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. წარადგინე ის შენს სოციალურ წრეში და მეგობრებს მისი უკეთ გაცნობის საშუალება მიეცი.
მსგავსი მიდგომა შენს ურთიერთობას უფრო მყარს გახდის და შენს მეორე ნახევარს შენი უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს. ხშირად მამაკაცები შეყვარებულსა და მეგობრებს ორ განცალკევებულ ჯგუფად განიხილავენ და მსგავსი მიდგომა არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება.

5. არასდროს დაიძინო გაბრაზებულმა
გაუგებრობებისა და კონფლიქტის გარეშე ურთიერთობები უბრალოდ არ არსებობს. ეს ბუნებრივიცაა, როდესაც ორი ინდივიდი ერთმანეთს ხვდება და ორივეს განსხვავებული პოზიციები თუ ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.
ნამდვილი პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როცა წყვილი სირთულეების გადალახვას არ ცდილობს. შეიძლება ბევრი იკამათოთ, იჩხუბოთ, თუმცა არის ერთი რამ რაც არასდროს უნდა გააკეთოთ – დაიძინოთ ერთმანეთზე გაბრაზებულებმა. ასეთ დროს დაძაბულობა დაძაბულობად რჩება და არც შემდეგი დილა იქნება უკეთესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები